თეგებით ძიება

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით თილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, ბრალდებულის ვინაობა უტყუარად დადასტურდა. ის 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები პირია. მასს 7-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, ავსტრალიელ მასწავლებელს, შანაი ბრუკს 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. მეგობრების თქმით, ბოლო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა