თეგებით ძიება

ვინ მოკლა შანაი ბრუკი? - ბრალდებულის ვინაობა ცნობილია

ცნობილიო ხდება 33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა. "რუსთავი2"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ის 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ის ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა