ახალგაზრდა გოგომ მანქანა გაიტაცა და მერიის ეზოში შევარდა - შემთხვევა მარნეულში
მარნეულში BMW-ს მარკის ავტომობილი მერიის ეზოში შევარდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგომ სხვისი მანქანა გაიტაცა.
ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქალი ადგილზე დააკავეს.