თეგებით ძიება

"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილ პირს სავარაუდოდ, 12 მძევალი ჰყავს

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, გავრცელებული ინფორმაციით, მან მძევლები აიყვანა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

არსებული ინფორმაციით, მას 12 მძევალი ჰყავს.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა