თეგებით ძიება

"კარი რომ შევაღე შემოვარდა, ხელყუმბარა ჰქონდა, დაგვიყვირა" - რას ჰყვება ფილიალის დამლაგებელი

"საქართველოს ბანკის", ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი ხელყუმბარით არის შეიარაღებული.

ფილიალის დამლაგებლის ინფორმაციით, შეიარაღებული პირი ნიღბით არის შეჭრილი, მან თანამშრომლების ნაწილს შენობის დატოვების უფლება თავად მისცა.

"დამლაგებელი ვარ, დაწესებულების დასალაგებლად შევედი. როგორც კი კარი შევაღე, ეს კაცი შემოვარდა ხელყუმბარით ხელში და მაშინვე დაიყვირა, გადით ახლა აქედან სასწრაფოდო, მე გამოვედი მშინვე, ზოგი მგონი დარჩა, ზოგი გამოაპარეს.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მერე მივხვდი რომ საშიში იყო და მაშნვე გამოვვარდი. ნიღაბში იყო შეფუთული, სათვალე ეკეთა. არ ვიცი ადგილობრივია თუ ვინ არის, გიჟივით გამოვვარდი შეშინებული" - ამბობს ფილიალის დამლაგებელი.

ბოლო დაუზუსტებელი ინფორმაციით თავდამსხმელს მძევლად 2 პირი ყავს აყვანილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა