თეგებით ძიება

"საქართველოს ბანკის" ფილიალი ყველა მძევალმა დატოვა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა.

„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

თავდამსხმელი ამ დრომდე იყოფება ბანკის ფილიალში, სპეცრაზმელები ამ დრომდე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა