ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია
ყვარელში, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა - ჭავჭავაძის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.
როგორც შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ქეთი კოვზიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, უწყების წარმომადგენლებმა შეიარაღებული თავდამსხმელი გაანეიტრალეს და დააკავეს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.
შგახსენებთ, რომ დღეს ყვრელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა. ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 12 მძევალი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა ისინი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.