თეგებით ძიება

ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია. როგორც ყვარლის რაიონული განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მძარცველი ადგილობრივია, კახეთიდან.

მინისტრის განმარტებით, სპეცოპარაციის ფარგლებში თავდამსხმელის არცერთი მოთხოვნა არ შესრულებულა.

"ამჯერად არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია", - განაცხადა გომელაურმა.

შგახსენებთ, რომ დღეს ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა. ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 12 მძევალი აიყვანა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლა ისინი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით, სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა მძარცველი დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა