თეგებით ძიება

ვინ არის ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი? - მძარცველის ვინაობა ცნობილია

დღეს, ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდასხმა განახორციელა. მან 12 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. მოგვიანებით მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა, თავად ბოროტმოქმედი კი სამართალდამცველებმა დააკავეს.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, 49 წლის, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილია. ის კახეთის რეგიონის მკვიდრია.

ტელეკომპანიის ცნობითვე, შალვა მელიქიშვილი თელავის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილს წარსულში მცირე ბიზნესი ჰქონდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა