თეგებით ძიება

დაბა ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ

დაბა ჩაქვში ზღვა მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და ასხვისებენ. საუბარია 5727 კვადრატულ მეტრ ზღვის ფართობზე, რომელიც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირეს და მის საიჯარო წესით, 15 წლით შპს "დრიმლენდ ოაზისისთვის" გადაცემას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

აღნიშნული ზღვის ფართობი შპს "დრიმლენდ ოაზისის" გასწვრივ არსებულ პლაჟს ესაზღვრება, რომელიც კომპანიას ათი წლის ვადით, საიჯარო წესით აქვს აღებული და 5 ჰექტარ მიწის ფართობზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. შპს "დრიმლენდ ოაზისი" 5727 კვ.მეტრზე ზღვაზე გასასვლელი პირსის მოწყობას გეგმავს.

რეესტრის მონაცემებით, ზღვა მიწის ნაკვეთად 2023 წელს, ანუ მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც ინტერესი შპს "დრიმლენდ ოაზისმა" დააფიქსირა. სააგენტოს უფროსის ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა ზღვის ტერიტორიის გასხვისების პირობებიც: 5727 კვ.მეტრ ტერიტორიას ზღვაში, აღნაგობის უფლებით, საიჯარო წესით, 15 წლის ვადით, ელექტრონული აუქციონის ფორმით გაასხვისებენ. აღნაგობის უფლების საზღაურად 307 000 ლარი დაადგინეს.

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, არის რიგი საკითხები, რაც კომპანიას მთავრობასთან ბოლომდე არ ჰქონდა შეთანხმებული, როცა ქონების ეროვნულმა ტერიტორია ზღვაში აუქციონზე გასასხვისებლად გაიტანა, 2024 წლის აგვისტოში. აუქციონი 10 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა. ქონების განმეორებით აუქციონზე გამოსატანად მოლაპარაკება გრძელდება. გეგმავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა