თეგებით ძიება

გახარია, კალაძე, მელია - ვინ მოსწონს მოსახლეობას ყველაზე მეტად? (კვლევის შედეგები)

Edison Research-ის კვლევით, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (55%), თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე (55%) და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია (46%) იკავებენ.

ამავე პოლიტიკოსებს "ნეგატიურად" აფასებენ: გახარიას - 45%, კალაძეს 45%, მელიას - 54%.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე - 46% (ნეგატიურად - 54%)

ანა დოლიძე - 45% (ნეგატიურად - 55%)

ირაკლი ღარიბაშვილი - 42% (ნეგატიურად - 58%)

მიხეილ სააკაშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

ბიძინა ივანიშვილი - 39% (ნეგატიურად - 61%)

გიორგი ვაშაძე - 37% (ნეგატიურად - 63%)

ელენე ხოშტარია - 36% (ნეგატიურად - 64%)

შალვა ნათელაშვილი - 36% (ნეგატიურად - 64%)

ირაკლი კობახიძე - 34% (ნეგატიურად - 66%)

ხატია დეკანოიძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

არჩილ თალაკვაძე - 33% (ნეგატიურად - 67%)

ანა ნაცვლიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

დავით უსუფაშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

სალომე ზურაბიშვილი - 32% (ნეგატიურად - 68%)

ალექსანდრე ელისაშვილი - 31% (ნეგატიურად - 69%)

კახა კუჭავა - 30% (ნეგატიურად - 70%)

ბადრი ჯაფარიძე - 28% (ნეგატიურად - 72%)

გიგი წერეთელი - 28% (ნეგატიურად - 72%)

ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

მამუკა ხაზარაძე - 27% (ნეგატიურად - 73%)

სალომე სამადაშვილი - 26% (ნეგატიურად - 74%)

ნინო ბურჯანაძე - 24% (ნეგატიურად - 76%)

ირმა ინაშვილი - 24% (ნეგატიურად - 76%)

გიგა ბოკერია - 22% (ნეგატიურად - 78%)

საბა ბუაძე - 21% (ნეგატიურად - 79%)

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო - 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა