თეგებით ძიება

ნიკა მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი - ირაკლი კობახიძე

თუ ნიკა მელია უარს იტყვის ამნისტიაზე, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას საბოლოოდ მოუწევს ხელი მოაწეროს 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას.

„ეს არის მისი არჩევანი, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე, ამ შემთხვევაში, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი. მე შეგახსენებთ, რომ ის ასევე ამბობდა თავის დროზე, რომ არ მოაწერდა ხელს მიშელის დოკუმენტს, საბოლოო ჯამში, სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე, ალბათ, მოუწევს მას ამ ნაბიჯის გადადგმა, როცა საქმე საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია 20 ივნისის ამნისტიას არ ეთანხმება და უარს ამბობს, კანონი მასზე გავრცელდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა