თეგებით ძიება

პარტია "საქართველოსთვის" კიდევ ერთმა წევრმა კანდიდატურა მოხსნა

პარტია "საქართველოსთვის", სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ, საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

პარტიაში ამბობენ, რომ მიზეზი მასზე ზეწოლაა.

"მმართველი გუნდის მხრიდან ყოველგვარ რაციონალურ ზღვას სცილდება პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" მხარდამჭერებსა და წევრებზე განხორციელებული შანტაჟი და მუქარა. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენი პროპორციული სიის მე-19 ნომერმა გიორგი ჯოჯუამ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, ეს იყო მის მიმართ განხორციელებული უმწვავესი დაშინებისა და მუქარის შედეგი", - თქვა პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა