თეგებით ძიება

რას იკრიჭებოდა და რას იღრიჭებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი? - ლევან ხაბეიშვილი

გულწრფელად მაინტერესებს რა ეკრიჭება და რა ეღრიჯება შინაგან საქმეთა მინისტრს? - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი და ქვეყანაში, მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას ეხმაურება.

"მარტივი კითხვა დამებადა გუშინ რომ ვუყურებდი ამ ყველაფერს. რას იკრიჭებოდა და რას იღრიჭებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი? მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან? გუშინ განცხადებას აკეთებდა, იცინის იკრიჭება და რა უხარია, რომ 12 ადამიანი მძევლად აიყვანეს და რომ 5-10 კაცი რომ შევიკრიბებით, უნდა გვეშინოდეს, რომ ვიღაცა ლიმონკით არ შემოვარდეს და ავტომატით მხარზე გადაკიდებული არ დარბოდეს.

და თურმე ჰაჰაჰა 300 დღის შემდეგ დაიჭერენ ესებუას და ეს სასაცილო გახდა ადამიანის სიცოცხლეს რომ საფრთხე ემუქრება?",- განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, 9 სექტემბერს ყვარელში "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა რომელიც ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა და მძევლად 12 პირი ყავდა აყვანილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა