თეგებით ძიება

არჩევნებზე დამკვირვებლების სიაში ბელარუსის ცესკო-ს ხილვა აღმაშფოთებელია - ნინო გოგუაძე

მოძრაობა "დროამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბელარუსის ცესკო-ს დასწრებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ამ გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი" უწოდა.

პარტიის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ბელარუსის ცესკო-მ ქვეყანაში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.

"როგორც მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია დანიშნული. ამ არჩევნებს მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია დაესწრება დამკვირვებლად. აღმაშფოთებელია ამ ჩამონათვალში ბელარუსის ცესკო-ს ხილვა. მოგეხსენებათ, რომ ბელარუსში დიქტატურაა დამყარებული. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კი ცესკომ ისე გააყალბა, რომ 100 ათასობით ბელარუსის მოქალაქე ხანგრძლივ საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ლუკაშენკოს ბრძანებით, ხალხი არაერთხელ სასტიკად დაარბიეს, დააპატიმრეს, ათასობით ადამიანი აწამეს. იყო მსხვერპლიც. ეს დაუნდობელი უსამართლობა ეფუძნებოდა სწორედ ცესკო-ს ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს", - აღნიშნა გოგუაძემ.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა