თეგებით ძიება

თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე, სიღარიბე არ დაიძლევა - ირაკლი ღარიბაშვილი

"თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულება რომ ავიღოთ, ჩვენ კარგად ვიცით რა დაგვხვდა, რა იყო და რა არის დღეს, მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა ყველა რეგიონში " - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას.

"ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა ამ პროგრამებით. საკმარისია ეს? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. მათზე კარგად ვიცით, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს. მაგრამ ამას სჭირდება ახლა უკვე სულ სხვა მასშტაბებით განხორციელება ამ პროგრამების და გვაქვს სწორად ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერად ფეხზე დავაყენოთ ჩვენი სოფელი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ დადგება ფეხზე და ის გაჭირვება, ის უმუშევრობა და ის სიღარიბე არ დაითრგუნება და არ დაიძლევა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი და ეკონომიკურად წელში გამართული. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება ექნება სწორედ რეგიონებს და რეგიონების განვითარებას. ეს არის საფუძველთა საფუძველი. ძლიერი რეგიონების გარეშე, რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო არ იქნება. 7 მილიარდის ინვესტიცია მოხდება მხოლოდ ამ დარგის მიმართულებით. ჩვენ ახლა ვამუშავებთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ, თითოეულ მუნიციპალიტეტზე მორგებულ სპეციალურ პროგრამებს, რომელიც მოიცავს ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითარებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ათვისებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა