თეგებით ძიება

ოცნების მერობის კანდიდატის მხარდამჭერ გვერდზე მოსყიდვის ამსახველი ფოტოები გავრცელდა - ISFED

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (Isfed) ინფორმაციით, 9 სექტემბერს ქართული ოცნების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის - გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი "ა" ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164 "1" მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირებისთვის". – ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა