თეგებით ძიება

„გაუგებარია, აბსურდული განცხადებაა" - კახა კალაძე გახარიაზე

თბილისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე, მერობის კიდევ ერთი კანდიდატის, ყოფილ პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა და ამბობს, რომ გადაწყვეტილება გაუგებარი და აბსურდულია.

„გაუგებარია, აბსურდული განცხადებაა. ნამდვილად არ შევალ ახლა პოლემიკაში, აზრი არ აქვს. დებატებთან დაკავშირებით თქვენს გადაცემაშიც ვიყავი მოწვეული და იქაც დავადასტურე ჩემი მზაობა, რომ მზად ვარ ვიდებატო, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

თექვსმეტივე ერთად დაჯდეს, ცალ-ცალკე ნამდვილად არ არიან საინტერესონი. მე ყველას პატივს ვცემ, ჩემთვის რომელიმეს გამოყოფა არ იქნება სწორი. არაფრით არ განსხვავდება გიორგი გახარია ანა დოლიძისგან, რიჩარდისგან ან ნებისმიერი სხვა კანდიდატისგან, ისევე, როგორც ნიკა მელია ან თუნდაც სხვა.

მზად ვარ, ყველას დავუჯდე დებატებში. ტესტზე არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო ყველაფერი და იმედი მქონდა, რომ მხარს ამიბამდნენ და იმედი მქონდა, რომ გიორგი გახარია იქნებოდა პირველი, ვინც ამაში გამომყვებოდა. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი,”- აცხადებს კახა კალაძე.



ცნობისთვის, კახა კალაძემ თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. ამ დრომდე, ხსენებული ტესტი მხოლოდ მას აქვს ჩაბარებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა