თეგებით ძიება

ყვარელში, "საქართველოს ბანკზე" თადვასხმისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

ყვარელში, საქართველოს ბანკზე თადვასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მელიქიშვილი უკვე მოინახულა უფლებადამცველმა. ადვოკატი არ აკონკრეტებს აღიარებს თუ არა ბრალს შალვა მელიქიშვილი. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ უფლებადამცველს საქმის მასალები გადაეცემა, რის შემდეგაც თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელებს.

ცნობისთვის, მელიქიშვილი ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკში ორი დღის წინ შეიჭრა, 13 მძევალი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა