თეგებით ძიება

"მე ამისთვის ახლა არ მცალია, ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე" - გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩატარებას არ აპირებს, მან ამის სესახებ ჟურნალისტებთამ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკებით სირბილის დრო არ აქვს.

„ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით ბანკებით დაიწყეს სირბილი. მე ამისთვის ახლა არ მცალია. ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე, ქალაქზე, განვითარებაზე, ერთი რამ იცოდეთ, ამ ქალაქში ვინც დავიბადეთ, ყველამ ვიცით, რომ არაფერი იმალება“, – აცხადებს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, კახა კალაძემ თბილისის მერობის ყველა კანდიდატს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა. ამ დრომდე, ხსენებული ტესტი მხოლოდ მას აქვს ჩაბარებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა