თეგებით ძიება

ნათია თურნავა გურიის მოსახლეობას შეხვდა

„გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან, სასიხარულოა, რომ ვხედავთ ადამიანებისგან დიდ ნდობას, მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი გუნდის კანდიდატებს, არიან მადლიერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ნდობა, რომელსაც ჩვენ აქამდეც ვამართლებდით და მომავალშიც გავამართლებთ“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გურიის რეგიონში მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, გურიაში აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიკაცია და ორმოცამდე დასახლებული პუნქტი, სადაც დაახლოებით 17 000 ოჯახი ცხოვრობს, მიმდინარე სამწლიან პერიოდში გაზიფიცირდა.

ნათია თურნავას შეფასებით, გურიაში ასევე დიდი პოტენციალია და ბევრი რამ არის გასაკეთებელი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

„აქ არის ულამაზესი ხედები, სტუმართმოყვარე ადამიანები, ძალიან გემრიელი სამზარეულო - ეს არის სწორედ ეკოტურიზმი და აგროტურიზმი, რისთვისაც ჩვენ ახალი პროგრამა ავამოქმედეთ - ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, გრანტები, თანაგარანტირება და ა.შ.

ასევე, მნიშვნელოვანი გეგმებია სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სადაც სულ მცირე, შვიდი მილიარდი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ახალი პროგრამების ფარგლებში, რაც ძალიან აქტუალურია გურიისთვის - ეს არის ლურჯი მოცვის, ასევე თხილის კულტურების განვითარების პროგრამები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გურიაში ამ მიმართულებებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა