თეგებით ძიება

მეგის ქარდავა ექსტრადაციის მოლოდინში

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანა. უახლოეს დღეებში მისი საქართველოში ექსტრადირება განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ქარდავა შეცვლილი გარეგნობით და შეცვლილი ვინაობით უკრაინაში ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშიშროების ყოფილ მაღალჩინოსანთან ყოველგვარი ნაცნობობა უარყო და განაცხადა:

„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ზუსტად თქვენსავით და ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ“.

ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა ორჯერ დააჯილდოვა – ვახტანგ გორგასლის და ღირსების მედლებით 2010 და 2012 წელს.



შეგახსენებთ, მეგის ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა