თეგებით ძიება

32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს, რეალურად ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, ძლიერი, თუ არ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის განათლების სისტემა. ჩვენ 170 სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ახლა ვგეგმავთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თუნდაც ამ რეგიონში, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღი დაფინანსდა, აღდგენა მოხდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა