თეგებით ძიება

"მოინანია... მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა..." - ადვოკატი ყვარელში ბანკის თავდამსხმელზე

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მას სახელმწიფო ბრალდების მხარე ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით ედავება.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ლეილა გარსევანიშვილმა განაცხადა, მელიქიშვილი თავს დამნაშავებ ცნობს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

„წარედგინა ბრალი და არ გამოუყენებია დუმილის უფლება. მან სრულად დაადასტურა გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენება. სრულად ცნო თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ, მოინანია და ითხოვს გარკვეული შეღავათის გაწევას. მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თი ბი სი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო“, - განაცხადა გარსევანიშვილმა.

მელიქიშვილ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა