თეგებით ძიება

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ შალვა მელიქიშვილს თელავის სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და დანაშაულის ჩადენის მოტივად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. დაკავებულის ინტერესების დამცველი გირაოს გამოყენებას 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 2 ნოემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი "საქათველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში 9 სექტემბერს შეიჭრა, 13 ადამიანი მძევლად აყვანა და და თანხა მოითხოვა. მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა. სპეცოპერაციის შედეგად კი ის დააკავეს.

ბანკზე თავდასხმისთვის შალვა მელიქიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა