თეგებით ძიება

7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს - ირაკლი ღარიბაშვილი

7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი ნინოწმინდაში განაცხადა.

"ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ - 7 გამარჯვება 7 არჩევნებში არის ჩვენს ანგარიშზე და ახლა ჩვენ ვემზადებით, რომ მე-8 ძლიერი გამარჯვება მოვიპოვოთ 2 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ გაიმარჯვოს ქალბატონმა ანივარდ მოსოიანმა.
თქვენ გყავთ გამორჩეული მერი და ქალბატონი ანივარდი არ არის მხოლოდ გამორჩეული მერი ნინოწმინდაში და ამ რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ მისი ეფექტურობით, მუშაობის უნარებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის გამორჩეული, მოწესრიგებული ქალბატონი და მერი, ძალიან ძლიერი მმართველი. მე მჯერა, რომ ნინოწმინდა მხარს დაუჭერს ქალბატონ ანივარდს, იმიტომ რომ მას ალტერნატივა არ ჰყავს, იგი გაიმარჯვებს ძლიერად და გააგრძელებს თქვენს მსახურებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა