თეგებით ძიება

როდესაც ვსაუბრობთ ასპინძის პოტენციალზე, პირველ რიგში, გვახსენდება ტურიზმი - კახა კუჭავა

როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში, გვახსენდება ტურიზმი, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

"ძლიერი საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სოფლებს, ძლიერ ოჯახებს, სწორედ ამას ემსახურება ის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გეგმები, რომელიც დასახული გვაქვს.

როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალზე, ასპინძის შემთხვევაში, პირველ რიგში, გვახსენდება ტურიზმი, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია და ყოველთვის ვცდილობ, უცხოელ სტუმრებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, ვაჩვენო აქაურობა, რადგან ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა" , - განაცხადა კახა კუჭავამ მერობის კანდიდატის წარდგენისას.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა