თეგებით ძიება

"საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში" – ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ მართლა ჩამოვა საქართველოში, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდება.

„უკვე არაერთი წელია, საკუთარ მხარდამჭერებს ჩამოსვლას ჰპირდება, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ

მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება. თუმცა, ვნახოთ, თუ შემოვა, მას მიეჩინება ის ადგილი, რაც უნდა მიეჩინოს.

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცავ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. რა 40 000 ათასი ადამიანი, 5 000 ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ. ჩვენ არ დაგვჭირდება არანაირი ძალის გამოყენება, ყველაფერი იქნება ლამაზად. საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა