თეგებით ძიება

გიორგი გახარია - ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე კატეგორიულად მიუღებელია

ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

რაც ახლა ხდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართულ ეკლესიასთან მიმართებაში - ეს ორგანიზებული შეტევები ქართულ ეკლესიაზე არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან ქართული ეკლესიის თავის ინტერესებში გამოყენების მცდელობებიც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად.

მისი თქმით, რაც დღეს ხდება, მიმართულია ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფო, ასევე, სასულიერო ინსტიტუტების რისკის ქვეშ დასაყენებლად, დასაზიანებლად და ეს მიუღებელია.

„ეს ზეპარტიული საკითხია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური პოზიცია გვიკავია - ყველა უნდა გავერთიანდეთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ, საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს უსაფრთხოებას. წარმოგიდგენიათ ახლა რას ნიშნავს როდესაც მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არავინ იცის სიმართლეა, არ არის სიმართლე ან ეს ინფორმაცია საერთოდ საიდან მოვიდა, ან კიდევ რა ინფორმაცია არსებობს? - წარმოუდგენელი რამ ხდება“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია ,,საქართველოსთვის“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ მედიაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაც და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა და საკუთარი ინფრასტრუქტურის ვერ დაცვა საგანგაშოა.

„დღევანდელი მონაცემებით საერთოდ შეუძლებელია საუბარი ვის ინტერესებს ემსახურება, რა არის აუთენტური - რა არ არის, ამ ყველაფრის ლოგიკა რა არის, მაგრამ ფაქტი ერთია - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად არის მოშლილი. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი რამ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგას ამ ინსტიტუტებზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფო ელემენტარულ საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, რომ მოქალაქე დაიცავს. ოკუპაციას გაუმკლავდება კი არა, თავის ინფრასტრუქტურას ვერ იცავს. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად საგანგაშო“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირების ფარული ფაილები გავრცელდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა