თეგებით ძიება

"თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები, ივარჯიშეთ, მოემზადეთ" - გიორგი გახარია კალაძესა და მელიას მიმართავს

ექსპრემიერი, პარტია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია მიმართავს კონკურენტებს "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძეს და "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიას და მათ საარჩევნოდ ტელედებატებისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ კახა კალაძეს და ნიკა მელიას, თქვენივე ტერიტორიაზე, თქვენსავე ტელევიზიებში მოვაწყოთ დებატები - ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო, ამიტომ ივარჯიშეთ, მოემზადეთ", - განაცხადა გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 4 ტელევიზიამ ერთობლივ დებატებზე გიორგი გახარია, ნიკა მელია და კახა კალაძე მიიწვიეს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა