თეგებით ძიება

ვინ გაიტანა, სავარაუდოდ, სუს-ის დაშიფრული ფაილები? - პირის ვინაობა ცნობილია

ვინ გაიტანა, სავარაუდოდ, სუს-ის დაშიფრული ფაილები? - პირმა, რომელმაც, სავარაუდოდ, უწყებიდან საქმის დეტალები გაიტანა, თავი მოიკლა. ექსკლუზიურ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

არხის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული "კრებსების" გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი, აკაკი ნემსაძე დგას.

ადამიანი, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუს-ის ყოფილმა აგენტმა თავი 2 თვის წინ, 8 ივლისს მოიკლა.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა