თეგებით ძიება

"სააკაშვილი უკრაინას არ მოეშვება..." - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველების სრული ვერსიის შემოკლებულ ვარიანტს ავრცელებს:

"2017 წელი, 4 დეკემბერი, 20:45 სთ
სხვათა შორის, ვხედავ, უკრაინის პრეზიდენტს სერიოზული პოლიტიკური კრიზისი ელის. უკრაინა ვერ დარჩება იმ სახით, როგორიც დღეს აქვს. ქვეყანა ვერ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროპასა და ამერიკას სურს და ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მომავალში. საქმიანი და მაღალი დონის პოლიტიკოსები თითქმის აღარ ჩანან. ამიტომ უკრაინული პოილიტიკა დიდ დარტყმას მიიღებს მომავალში. ყველასთვის ნათელი ხდება (ხალხისთვის), რომ ეს მთავრობა არ არის ეროვნული ძალა და საჭიროა ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ძალები. ყველა ხვდება, რომ მიდის უცნაური თამაში: არის გარიგებები, დათმობები, კორუფცია ორჯერ მეტად ბობოქრობს და სხვა. ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ნიღაბი აეხდება და ბოლოს და ბოლოს, ამერიკა აღიარებს, რომ ეს არ არის ის დემოკრატიულიო მთავრობა, რომელიც უნდა იყოს უკრაინის სათავეში. თუმცა მათი საქმეში ჩარევა საჭირო არც გახდება, ვინაიდან ხალხი თვითონ შეასრულებს და გაატარებს იმ პოლიტიკას, რასაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჰქვია. ეს ასე მოხდება. საინტერესო ისაა, რომ ვხედავ, ბენდერები მეტად იაქტიურებენ. მათაც არ მოსწონთ ეს მთავრობა. ხალხი გარეთ გამოვა და იმასაც ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მომხრეები ცოტანი არიან.

სხვათა შორის, სააკაშვილი თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად ძალიან მძლავრად უთხრის ძირს უკრაინის პრეზიდენტს. პროფესიონალია ამ საქმეში, იცის, როგორც მოთხაროს. თუმცა მოვლენები ჯერჯერობით სულ სხვაგვარად წარიმართება, მაგრამ ბოლოს წინასწარმეტყველებები, როგორც წესი, ასრულდება.
რაც შეეხება საქართველოს, ვხედავ, ამერიკის თანხმობა ჩვენი ქვეყნისთვის მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვაზე, რეალურად გულისხმობს იმას, რომ ეს იარაღი საჩუქრად გადმოგვცეს! დიახ, ვხედავ, რომ ამერიკა იარაღს გვჩუქნის, კი არ მოგვყიდის. გაიხსენეთ ჩემი 1992 წლის წინასწარმეტყველებები.

ვხედავ, ევროპაში დიდი ცვლილებები ხდება - ვგულისხმობ მთავრობებს, რომელთაგან ბევრი დაიცვლება. ევროპა, ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს, დაიწყებს გასუფთავებას: მიგრანტებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში გააზავნიან, ლამის ერთსაც არ დატოვებენ ევროპის ტერიტორიაზე.
ვხედავ, ევროპა ძალიან დაუახლოვდება საქართველოს. ევროპული ქვეყნები ისეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რომლებიც დაგვანახებს რეალურ შანსს იმისას, რომ საქართველო გაერთიანდეს ევროკავშირში. ნელ-ნელა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, საქართველო უფრო და უფრო გაძლიერდება და ისევ და ისევ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა იხსნის მას ოკუპანტი რუსეთის კლანჭებიდან.

რუსეთმა ისეთი პოლიტიკა გაატარა მსოფლიოში, რომ თვითონ არის ჩიხში მომწყვდეული. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გუნდს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურები ჩამოცილდებიან. ის საბოლოო ჯამში მომავალში მარტო რჩება და ეს არის ძალაუფლების დაკარგვის დასაწყისი. პუტინი ვერ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ვერ წაგვართმევს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ვხედავ, ეს ორი მხარე ახლა ისეა გაძარცული, არაფერი ეტყობა იმისა, რომ ოდესღაც იქ ხალხი კარგად ცხოვრობდა. აი ასეთად აქცია ის რუსეთმა.

????????მაგრამ, ჩემო ქართველებო, მალე მოვა დრო, როცა მრავალჟამიერი დასჭექს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ანუ ქართული სული და ქართველები დაბრუნდებიან იქ!

ამერიკა კვლავაც განაგრძობს ქართლი ჯარის წვრთნას. დიახ, ამერიკა ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს თავისი ძლიერი ჯარი ჰყავდეს.
მაგრამ სულ სხვა ვითარებაა ჩრდილოეთ კორეასა თუ მთლიანად ახლო აღმოსავლეთში. ვხედავ, აშშ-ის პრეზიდენტი დაარტყამს ჩრდილოეთ კორეას და ასე ვთქვათ, ბუნდღას არ დატოვებს მათგან. სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმაც იცის, რომ ამერიკას ვერ მოუგებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ აშშ არ დაარტყამს არავითარ შემთხვევაში, რაშიც ძალიან ცდება – თუ გადაამლაშა, ამერიკა დაარტყამს მას და ეს იქნება მსოფლიოში საჩვენებელი მანევრირება. ჩრდილოეთ კორეის რაკეტები კი აშშ-ის ტერიტორიას ვერ მიწვდება. თქვენც ხომ ხედავთ, რომ იაპონიის ზღვაში ცვივა მათი ბალისტიკური რაკეტები.
ამერიკა კი ომისთვის უკვე მზად არის. ვხედავ, რომ ის ბაზები, რაც აქვს ახლო აღმოსავლეთში თუ ახლომახლო ტერიტორიებზე, სრულ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს. და ისევ გავიმეორებ ძველ წინასწარმეტყველებას: მომავალში აღარ იარსებებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. ვხედავ ერთანა კორეას. ეს ჰგავს ბერლინის კედლის ნგრევასა და ორი გერმანიის გაერთიანებას.
ასევე სახიფათო პოლიტიკას ატარებს ირანი.

2018 წელი, 15 თებერვალი, 20:15 სთ, თბილისი
ვხედავ მსოფლიოში დიდი ცვლილებები მოხდება. გლობალურ პოლიტიკას თავდაყირა ამერიკის პრეზიდენტი დააყენებს. ვხედავ, რასაც ამბობს, იმას ასრულებს კიდევაც. ლაპარაკისა და ვითომ შეთანხმებების პოლიტიკა დიდხანს არ გაგრძელდება. თუნდაც მთელი ამერიკა აღუდგეს წინ პრეზიდენტს, ის თავისას მაინც გაიტანს, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ვხედავ, ირანი თითქოს იხტიბარს არ იტეხს ისრაელთან მიმართებაში, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეშინია. ისრაელი აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს ბოლომდე. ვხედავ, ომისთვის ემზადება, თუმცა უკვე მზადაცაა.

ირანში მოდის ახალი მთავრობა. ირანის სახელმწიფო თავისი ტრადიციებით ფერს იცვლის, რაც ადრეც მაქვს ნაწინასწარმეტყველები, და ის ევროპას ემსგავსება _ ანუ ევროპულ სტილზე გადადის.

ირანში გარდაიცვლება მათი მამამთავარი და დაიწყება ბრძოლა ხელისუფლებისთვის. საბოლოოდ ხელისუფლებაში მოვა ხალხი, რომელსაც ევროპა და ამერიკა მიესალმება და რომელიც ირანს გადაარჩენს დიდი ომებისგან; ასევე ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებს სრული განადგურებისგან. რატომ სრული განადგურებისაგან? იმიტომ რომ ვხედავ, გამოიყენებენ ყველა იარაღს - დაწყებული ქიმიურით, დასრულებული ატომურით.

საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში მოდის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამერიკა და რუსეთი უნდა შეთანხმდნენ, რათა ამ უაზრო პოლიტიკას, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ზღვარი დაედოს.

მთავარი ისაა, რომ ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს არ უთმობენ. არც ევროპა მიდის დათმობაზე. ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, უფრო აქტიურად დაიწყებენ შეიარაღებასა და ჯარის განლაგებას, საზღვრების გამაგრებას. მაგრამ ერთი მომენტი ცეცხლი მაინც დაინთება. ეს არის მცირე ომი - რამდენიმედღიანი, რომელიც მალე ჩაქრება, იმიტომ რომ კოსმოსი არ დაუშვებს რუსეთ-ევროპის ომს.

ვხედავ, ბრიტანეთის მთავრობა უცნაურად მოიქცევა მომავალში და ეს ბრექსითს შეეხება. საბოლოო ჯამში, ბრექსითი არ მოხდება. ეს ძალიან საშიშია ბრიტანეთისთვის, იმიტომ რომ ეს ის ძალა აღარ არის, რაც იყო 20-30 წლის წინ. ბრიტანეთს სჭირდება, შეინარჩუნოს ევროპაში პირველობა, ხოლო ბრექსითი ამ პირველობას წაართმევს, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკას ქვეყანა ცალკე ვერ მოერევა.

წარსულში მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ევროკავშირს დაშლის საფრთხე დაემუქრებოდა, მაგრამ ვხედავ, რომ ისინიც ბრიტანეთივით გაიჩხირებიან შუაში და საბოლოო ჯამში, მაინც ერთიან კავშირად დარჩებიან. დიახ, ევროკავშირი არ დაიშლება, ვინაიდან დაშლა არის დამღუპველი როგორც ბრიტანეთისთვის, ისე მთელი ევროპისა და ამერიკისთვისაც კი. აი რუსეთს კი ეს გაახარებდა.

რუსეთში არსებული ვითარება ძალიან ბევრს დააფიქრებს. ვხედავ, ქალი-პრეზიდენტობის კანდიდატის თამაში, რომელსაც თითქოს პირდაპირი გეზი აქვს აღებული, რომ პრეზიდენტად მოვიდეს რუსეთში, რეალურად დიდი ბინძური თამაშია. მისი ყველა ნაბიჯი შეთანხმებულია პუტინთან. იმ დასახულ გეგმას, რომლის განხორციელებასაც პუტინი და სობჩაკი ცდილობენ, ასრულება არ აწერია. ეს იქნება მსოფლიო სკანდალი. ამას ჰქვია, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.

სობჩაკის სასამართლოში ჩივილი, რომ პუტინი არაკანონიერად დარეგისტრირდა პრეზიდენტობის კანდიდატად, არის ბავშვური ამაში, ვინაიდან ამ პოლიტიკურ სვლებს გაშიფვრა არც სჭირდება.

ვხედავ, პუტინი, რა თქმა უნდა პრეზიდენტად მოდის, მაგრამ მომავალში სულ სხვაგვარი პოლიტიკური პროცესები წარიმართება. პუტინი… გაქრება და წამოვა ახალი ძალები. ამ ძალებში ვხედავ ახალ პიროვნებას, რომელიც სათავეში ჩაუდგება და გახდება ლიდერი რუსული პოლიტიკისა - პუტინის ხელდასხმით! და აქ პრეზიდენტი დიდ შეცდომას დაუშვებს, ვინაიდან მის მიერ ხელდასხმული კაცი უცებ უღალატებს. პუტინი უძლური იქნება, შეებრძოლოს და მოაშოროს ის რუსულ პოლიტიკას, ვინაიდან ის უკვე ლიდერი იქნება. ეს არის ისევ კაცი არსაიდან, რომელსაც მოსწონს ევროპა, ამერიკა და სულ არ აღელვებს ახლო აღმოსავლეთი. აქედანაც ჩანს, რომ უჭკვიანესი პოლიტიკოსია, რომელსაც განათლება ინგლისსა და ამერიკაში აქვს მიღებული.
ვხედავ, ამ გუნდში იბადება კიდევ ქალი პოლიტიკოსი, პირობითად, გვარად როსტოვა, რომელიც რუსეთს შემდგომ პრეზიდენტად მოევლინება. და ეს კარგია. „როსტოვას“ დედა ამერიკელი ჰყავს, მამა - რუსი. ვხედავ ორ შვილსა და რუს მეუღლეს. ეს ქალი ჯერ არენაზე არ ჩანს და არავინ არ არის აზრზე, ვინაა. მე კი ვხედავ მას და ყველაფერი ისე ასრულდება, როგორც ვწინასწარმეტყველებ.

სობჩაკის ყველა მცდელობა კი არის ნულის ტოლი. მას რუსეთი, როგორც პოლიტიკოსს, ისე არ უყურებს.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილი უკრაინას არ მოეშვება. მას თავისი პროგრამა აქვს და რომ მოკვდეს, მაინც განახორციელებს მას.
რაც შეეხება კრიპტოვალუტის თემას, ბოლოს ხალხი იტყვის, რომ ეს საუკუნის აფიორაა. პირველ ეტაპზე ვირტუალური ვალუტა თითქოს ძალას იკრებს, მაგრამ მერე თანდათან მიინავლება და საბოლოოდ გაქრება. ამით დაზარალებული და თანაც სერიოზულად დაზარალებული ბევრი დარჩება, ვინაიდან ამ საქმის უკან წვრილმანი თაღლითები კი არ დგანან, არამედ დიდი ფულისა და გავლენის ადამიანები.

მინდა ვთქვა, რომ არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას დიდი ყურადღება მართებს. ფრთხილად! ვხედავ, მცირეწლოვანი დამნაშავეების მიერ დაზარალებული ბიზნესმენები ბავშვებს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ეს დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იქნება. ესროლო არასრულწლოვანს და ფიზიკურად გაუსწორდე - ამას ახსნა არ აქვს, მაგრამ ვხედავ, მომავალში ასე მოხდება. და მხოლო მაშინღა დაიწყებენ სერიოზულ მუშაობას არასრულწლოვანებთან.

სხვათა შორის, საქართველოს მთავრობა იძულებული იქნება, გააძლიეროს პოლიცია, გაამკაცროს კანონები და ეს იქნება იმდენად მკაცრი კანონები, რომ ბევრი ვეღარ გაბედავის იმის გაკეთებას, რასაც მანამდე ბედავდნენ და სჩადიოდნენ. ხალხი ამას დადებითად შეაფასებს და იტყვის, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს.
რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ტრაგედიას, ის შვილის მკვლელობისთვის შურს თვითონ იძიებს, მკვლელს თვითონ გაუსწორდება. ასეთია ეს ქალი.
ვხედავ, გერმანიის კანცლერს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნება.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კი ვხედავ ახალ კანონებს, რომლებიც საქართველოს მოქალქეეებს ევროპაში დარჩენის საშუალებას არ მისცემს, ანუ ვეღარ დარჩებიან.

პრეზიდენტის სასახლე ისევ პრეზიდენტის სასახლედ რჩება. რადაც უნდა გადააკეთონ, მაინც პრეზიდენტის სასახლედ გადმოკეთდება, ვინაიდან ეს ნაგებობა საქართველოს სახეა და ძლიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის.

2018 წელი, 3 აგვისტო
პუტინს, ვხედავ, ძალიან რთული და არეული პერიოდები ელის, რასაც საერთოდ ვერ წარმოიდგენდა. ურთიერთობები ამერიკასა და ევროპასთან არ აღდგება, სანამ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. პუტინის ქმედება და მისი პოლიტიკური ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკისთვის ნეგატიურ ამინდს ქმნის და რთულ სიტუაციაში აყენებს.

2018 წელი, 30 ნოემბერი
უფლის საცერი იცრება და ეს პროცესი ბოლომდე მივა. არსებული ვითარება დიდხანს არ გასტანს საქართველოში. მალე გამოჩნდებიან ახალგაზრდა, პატარა „მეცნიერები“ და სწორედ იქიდან დაიწყება ქვეყნის აღმავლობა.

კოსმოსი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ვხედავ, იების რევოლუცია არ აცდება საქართველოს, მაგრამ ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩემს ქვეყანაში, დიდხანს არ გაგრძელდება. მსოფლიო გლობალური პოლიტიკა ჩიხშია და დიდ სირთულეებს ბოლო არ უჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს.

ვხედავ, პუტინისა და ტრამპის მორიგება არ არსებობს. სანქციებს რუსეთს არც ამერიკა და ევროპა არ მოუხსნიან, პირიქით. რუსეთი ხერხემალშია გადატეხილი. მისი გადარჩენისთვის საჭიროა ახალი ხალხი, ახალი მთავრობა ქვეყნის სათავეში. კრემლის მაფიოზური რგოლი უნდა დაირღვეს. რუსეთი დიდი იმპერიაა, მაგრამ დაშლა ემუქრება. ფრთხილად!!!

გაიხედეთ აღმოსავლეთისკენ: ჩინეთი, იაპონია — მიწები! ეს ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ.
ჩემი პატარა საქართველო კი აბრეშუმის გზის გზაჯვარედინზე რჩება, ნელ–ნელა იწმინდება და იცვლება ყველა და ყველაფერი, მოდის ახალი მთავრობა, ხოლო ქვეყნის მოწყობა, როგორც წარსულში არაერთხელ ვთქვი, იქნება მსგავსი შვეიცარიისა — ანუ საქართველო ჯერ ნატოში შევა, მერე გამოვა სამხედრო ალიანსიდან და ვხდებით ნეიტრალური ქვეყანა.

მესმის უფლის სიტყვები: „თქვენ, ადამიანებო, არაფერს წყვეტთ. გადადგით კეთილი ნაბიჯები, თუ გინდათ აიცილოთ რისხვა უფლისა. ამინ!“
ვხედავ, ქერჩის ყურეში რუსეთის მიერ უკრაინული გემების დაკავება — ეს ომის განახლებას ნიშნავს. ვერ ისვენებს პუტინი: ხმელეთზე ხომ „მოაგვარა“ საქმე და ახლა ზღვაზე უტევს უკრაინას. იმდენ იზამს, რომ მთელი უკრაინა ფეხზე დადგება — იმდენს უჩიჩხინებს. მაგრამ ვხედავდი წარსულში და ვიმეორებ ახლაც: უკრაინა დიდია და რუსეთი მას ვერ მოერევა. მოემზადეთ — ომები გრძელდება.

ვხედავ, ბალტიისპირეთი დადარაჯებულია, რუსეთის ქმედება აღიზიანებს და არ გამორიცხავენ, რომ მათაც დაარტყას კრემლმა. ვხედავ, კი დაიწყება დაპირისპირება, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ მისცემენ რუსეთს უფლებას და რუსეთი წააგებს. ვხედავ, როგორ მძვინვარებს პუტინი, ქაღალდებს ყრის აქეთ–იქით, უყვირის გენერალიტეტს. ეს კრახია, სრული წაგება.
უკრაინა კი ომისთვის ემზადება.

ვხედავ, ბელორუსის პრეზიდენტი გარდაიცვლება...
ამწუთას ვხედავ უფლის სახეს — მიღიმის და მეფერება. ჯვარს მაძლევს. ეს ჯვარი ჩემთვის არაა — საქართველოსთვისაა. ამაშია საქართველოს გადარჩენა. დღეს საქართველოში პოლიტიკოსები თითქმის აღარ არიან, მაგრამ მოდის „მეცნიერთა პარტია“, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, რომელიც დიდი თამარის დროინდელ საზღვრებში აღადგენს საქართველოს.
აფხაზეთი საქართველოა!
სამაჩაბლო საქართველოა! და
არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ჩამოგვაჭრის. გაიხსენეთ ჩემი რუკა, რომელზეც დაცვითი ენერგიები მაქვს მონიშნული, ის ენერგიები, რომლებიც საქართველოს იცავენ. ამ ენერგიებს ვერაფერი გაარღვევს.

ვხედავ, ნატო ძლიან გააქტიურდება ახლო მომავალში. და როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ნატოში კი არ შევალთ, არამედ შევვარდებით. რუსეთს არაფერი გამოუვა საქართველოს წინააღმდეგ, ყველა მცდელობა ჩაეფუშება.
ვხედავ, რუსეთსა და თურქეთს შორის შეჯახება იქნება, მათი მეგობრობა გამორიცხულია.

ბოსფორის სრუტეში ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან და შავ ზღვაში საქართველოს წყლებში დგებიან. ეს უზარმაზარი გემებია, რომლებიც ლამის ვერ ეტევიან შავ ზღვაში. სხვათა შორის, გემებზე ამერიკულ დროშებთან ერთად ქართულ დროშებსაც ვხედავ, როგორ ფრიალებს.

ვხედავ ჩამქრალ სანთლებს ეკლესიაში. საპატრიარქოს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს სისულელე და შეცდომა იქნება. შეჩერდით! კოსმოსი არ გაპატიებთ და უდიდეს დარტყმას მოგაყენებთ. ჩემს ქვეყანაში სანთელი არასდროს ჩაქრება. საქართველო თვითონაა სანთელი! ჩვენი ერი გადარჩება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩება და საქართველო მომავალში ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო ხდება. ვხედავ, ახლო მომავალში საქართველო ევროპის სახე ხდება.

ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით! მათ უზარმაზარი ძალა იცავს კოსმოსიდან. ისინი საქართველოს გმირები არიან და გმირებად დარჩებიან. კოსმოსი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მათ დასჯას. დაისჯებიან ისინი, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს.
ქართული ჯარი ჩვენი სიამაყეა – დაიმახსოვრეთ! ამიტომ ნუ გაბედავთ, შეეხოთ ქართულ ჯარს, არც შეეცადოთ! ვიმეორებ: დაისჯებით!
ქართველები მალე იხილავთ გაბრწყინებულ საქართველოს, გათავისუფლებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

იცით, რას გეტყვით?! — და ეს სიმართლეა — ქართული მიწა იერუსალიმის მიწაზე წმიდაა და სწორედ ამიტომ მოვედი მე ამ მიწაზე. ეს ასეა ასი პროცენტით!

ვხედავ, ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება. ოპოზიცია ქუჩაში გამოდის, ყველაფერი აირევა, მაგრამ არა ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას რამე დაემუქროს, ან ქართველ ხალხს. ვხედავ, მოდის ახალი მთავრობა, ახალი ხალხი, ახალი მინისტრები და მათ უკან ზუსტად ის ხალხი დგას, რომლებსაც ათობით წელია, ვწინასწარმეტყველებ.

ვიმეორებ ათასჯერ ნათქვამს: როცა მსოფლიო ირევა, საქართველო მაშინ მშვიდდება.

მესმის ხმა: „სადაც ცეცხლი დაინთება — მე იქ ვარ! სადაც ბოროტება ბობოქრობს — მე იქ ვარ! ფრთხილად, არ დაგინდობთ!“
ვხედავ, ქალი პოლიტიკოსი ძალიან გაუტევს ეკლესიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერს გახდება. ეს იმიტომ რომ ეკლესიას მე ვიცავ!
ვხედავ, ქართველ ოლიგარქს თავისი გეგმა აქვს შემუშავებული. ძალიან მალე თვითონვე დაერევა თანამოაზრეებს. ის ცდილობს, ახალი ხალხი შემოუშვას საქართველოს მთავრობაში და ასეც მოხდება.

ვხედავ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოუშვებენ საპატიმროდან, იმიტომ რომ ის იქნება იარაღი ეკლესიის წინააღმდეგ. ის დიდი სიამოვნებით ჩაერევა ამ ბრძოლაში. ბედისწერა სიკეთით შემობრუნდება მისკენ.
მესმის, როგორ ირეკება ეკლესიაში გლოვის ზარები!..
სინოდი ისე წყვეტს ყველაფერს, როგორც არსებული ვითარება მოითხოვს, მერე კი ვხედავ ახალ პატრიარქს.
ვხედავ, ქართული ეკლესია არ დაიშლება —პირიქით, ერთ ძლიერ მუშტად შეიკვრება. მოდიან პატიოსანი მღვდლები. ისინი კოსმოსიდან არიან წარმოგზავნილნი. საბოლოო ჯამში საპატრიარქო გაიმარჯვებს, ვინაიდან უფლის საცერი საპატრიარქოშიც იცრება და ხალხს რწმენა უბრუნდება. ეს გადაარჩენს საქართველოს.

ვხედავ, მთავრობა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ჯარისკაცებზე შეტევა, იმიტომ რომ ამას დიდი შეჯახება მოჰყვება. თავდაცვის მინისტრს შეცვლიან, მაგრამ ეს შედეგს ვერ მოიტანს", - წერს კაკულია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა