თეგებით ძიება

3 არასრულწლოვნის დაჭრისთვის 14 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამი არასრულწლოვნის დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 2007 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემთხვევა გუშინ, 13 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა