თეგებით ძიება

“ბალახზე 30-მდე პირადობა ეყარა…” – რატომ ეყარა გორში პირადობის მოწმობები ქუჩაში?

მოქალაქე ტანია ცერცვაძემ გორში პირადობის დამადასტურებელი ათობით მოწმობა იპოვა. ამის შესახებ ის “მთავართან” საუბრობს:

“ბალახზე 20-30-მდე პირადობა ეყარა. ეს ძველი ტიპის პირადობები იყო. ყურადღება მიიქცია იმან, რომ პირადობა იყო, სურათი გადავუღე და წავედი, არც პოლიცია გამომიძახებია, არაფერი. არჩევნებს დავუკავშირე მერე”, - აცხადებს ტანია ცერცვაძე.

მომხდარს გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნების გაყალბებისთვის წინასწარ ემზადება და პროცესში მონაწილეობას გორის მერის მოადგილეს, თამაზ შიოშივილი იღებს, რომელსაც არჩევნების მერე გუბერნატორის ადგილს დაპირდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა