თეგებით ძიება

“დარწმუნებული ვარ, მისმენენ" - ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს:

“დარწმუნებული ვარ [რომ მისმენენ], თუ მოგვისმენენ და გაითვალისწინებენ, რასაც ვლაპარაკობთ, სულაც არ ვიქნებით უკმაყოფილოები. არანაირი პრობლემა არა მაქვს, მისმინონ. ერთადერთი თხოვნა მექნება, თუ მოგვისმენენ, თან გაითვალისწინონ ის რაღაცები, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ”, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.


შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებს ეხება და სწორედ ამიტომაა მათი არსებობა პრობლემა, თუ ავთენტურობა დადასტურდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა