თეგებით ძიება

"სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ
„ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა ის საფუძველი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას; ახლა ძალიან კარგი ტენდენციაა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, სწრაფად მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“.

„დღეს გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგები „ფრეიზერის ინსტიტუტის“ რეიტინგებში, მე-5 ადგილზე დაწინაურდა საქართველო მთელ მსოფლიოში. ამ დროს გამოდიან და ურცხვად, უტიფრად ატყუებენ მოსახლეობას და მართლაც აპოკალიფსურ სურათს ქმნიან. დიახ, მათთვის 2 ოქტომბერს მართლაც იქნება აპოკალიფსი, რადგან კიდევ ერთხელ წააგებენ სასტიკად ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი. ჩვენ ხალხს ვპირდებით განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას და ამას ვერავინ აღუდგება წინ, ვერავითარი მტერი, შიდა თუ გარე ძალები“, - აღნიშნა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა