თეგებით ძიება

,,ოცნებაში” მსჯელობენ, ხომ არ გამოაქვეყნონ ჟურნალისტების, პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები" – გვარამია

"მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთი თვის წინ იცოდნენ ფარული მასალების გაჟონვის შესახებ. ამის შესახებ გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-მაც დაიწყო გამოძიება, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მათ იცოდნენ, რომ საიდუმლო მასალებმა სისტემიდან გაჟონა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ბატონი ნემსაძის მიერ არის გამოტანილი, სისტემის სამხილებლად და არა სავაჭროდ, ამის მერე ამ კაცმა თავი მოიკლა, ეს მაღალი ხარისხის ვარაუდია, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ.

რა მოხდა გუშინ ,,ქართული ოცნების” ოფისში? არ ვიცი, რა მოყვა ამაზე შალვა პაპუაშვილმა, მაგრამ გუშინ იმსჯელეს ძალიან ბევრი და მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს მათს თავზე, ყველამ იცის ,,ქართულ ოცნებაში”, რომ მათაც უსმენენ, მათზეც აქვთ ჩანაწერები, იმსჯელეს ,,ოცნებაში” და მიხვდნენ, რომ ეს მათ წალეკავს და ამაზე მიდის მსჯელობა, ხომ არ გამოაქვეყნონ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ჟურნალისტების, პოლიტიკოსების. მერე რომ თქვან, ეს ხომ ვრცელდებოდა, აი, ახლა ეს გავრცელდა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ისინი ამ გადაწყვეტილებასთან ახლოს არიან" , - წერს ნიკა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა