თეგებით ძიება

კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე - საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა

საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ ვის ესაუბრებოდა, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სასულიერო პირების ფარულ ჩანაწერებს.

კალაძის თქმითვე, ჩანაწერების დეტალებსაც არ იცნობს.

„საარჩევნო რეჟიმში ვარ, ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე და ქალაქთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე. არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი არ მაქვს გულწრფელად, რომ გითხრათ. ვარ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს. ვსაუბრობთ გაკეთებულ საქმეებზე, გამოწვევებზე და ასევე იმ განსახორციელებელ პროექტებზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა