თეგებით ძიება

"ნამდვილად არ ვაპირებ ამ უტიფარი ქალბატონისგან მორალის კითხვის მოსმენას!“ - სააკაშვილი მეზვრიშვილს უპირისპირდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პარტია “საქართველოსთვის” წევრს, ნათია მეზვრიშვილს უპირისპირდება და წერს, რომ მის მიმართ აგორებულ ბინძურ კამპაიაში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
“ეს არსება, ნათია მეზვრიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩემ წინააღმდეგ, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი სისხლის

სამართლის საქმის, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც რეალობასთან და არც სამართალთან.
ნამდვილად არ ვაპირებ ამ უტიფარი ქალბატონისგან მორალის კითხვის მოსმენას!“- წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენეთ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა