თეგებით ძიება

ცესკო-მ ამომრჩევლების ბაზა მიიღო

ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.

„განახლებული მონაცემების საფუძველზე, საზოგადოებისა და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომლებიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომლებიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში, შესაძლოა, არსებობდეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა