თეგებით ძიება

"გაიძულებენ, პრაქტიკულად, ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც დამამცირებელია პოლიციელის ღირსებისთვის...არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები" - სააკაშვილი პოლიციელებს მიმართავს (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცველებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ.

როგორც ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, ყველა პოლიციელს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს და პენსია 1000 ლარამდე გაეზარდოს.

"მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს. განსაკუთრებით ამ ბოლო სკანდალების ფონზე. როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესების დარღვევით, ყველა კანონის დარღვევით პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის იმიტომ რომ პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რაღაცები კანონით რეგულირდება. მე ვიცი რა სიტუაციაც გაქვთ. ვიცით, რომ ოცნების მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მისცემს ნებართვას. ასე იყო ამ ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე.

მე ვიცი რომ ყოველდღიურად გიხდებათ საქმის ქონა "ნარუშილოვკების" მქონე კანონის დამრღვევებთან, მე ვიცი რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი გაიშნიკებივით რეგულირებას, ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე. ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი და პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან 350 ლარის დონეზე რაც უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს, უნდა იყო მინიმუმ 1000 ლარი.

ჩემი აზრით ყველას გვესმის რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ. ახლა მთავარია მას არ ჩაყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მე მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს ეს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს და პენსია გაიზარდოს 1000 ლარამდე. ეს არ არის პოპულიზმი, გამიკეთებია და ვიცი რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციის, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა