თეგებით ძიება

"წამოეგო მოაჯირს, დავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან" - მდინარაძე "მთავარი არხის" ოპერატორზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მთავარი არხის" ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში კიბის მოაჯირს წამოედო და დაეცა.

"ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით, კითხულობდა "ჩლიქოსანს", მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს წარმოდმგენლებს და მას შემდეგ რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ დაპირისპირება...

უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც, კიბის ბაქანზე წამოეგო მოაჯირს, დავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე, ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს - ჟურნალისტ ბექა ყორშიას და ოპერატორ ლევან აბლოთიას ქარელში. "ოცნების" შტაბის წარმომადგენლები რეპორტაჟის გადაღების დროს თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა