თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე - პირველი რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი

პირველი რაც უნდა დაინგრეს, არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - ამის შესახებ განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-თან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

"2 ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი [სუს], არავინ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ორგანო, რომელიც არჩევნებს ატარებს, ისინი უბრალოდ იქნებიან შედეგების გამფორმებლები, მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი. ესენი არიან ყველგან, ყველგან არიან შემძვრალი, ადამიანის ცხოვრებაში. ამათმა იციან ყველაფერი თქვენ შესახებ, იციან, რას ჭამთ, რას სვამთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საქართველოში.

არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პირველი რაც უნდა დაინგრეს არის სუს-ი. ისევე როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა, შსს. არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსმენები გრძელდებოდეს და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის და ვინც ამის წინააღმდეგ წავა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ის იქნება პირველი ნაბიჭვარი",- აცხადებს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა