თეგებით ძიება

ამ ფორმით ნარკოტესტს არ ჩავაბარებ, კონსტიტუციურ უფლებას ლახავს - ანა დოლიძე

პარტია"ხალხისთვის" თავმჯდომარის, თბილისის მერობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ის ნარკოტესტს თმის ღერის მეშვეობით ჩააბარებს.

როგორც ანა დოლიძემ "რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა, ის ფორმა, რითაც საქართველოში ნარკოტესტის ჩაბარება ხდება, კონსტიტუციურ უფლებებს არღვევს.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მოქმედი კანონი საბჭოთა მეთოდია და საჭიროებს ცვლილებას.

"ნარკოტესტის ჩატარება დღეს მსოფლიოში ხდება თმის ღერის მეშვეობით, ეს ტექნოლოგია ყველგან არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში. ჩვენთან არის შენარჩუნებული საბჭოთა მეთოდი, სადაც საჯარო მოხელის თანდასწრებით, საჯაროდ გიწევს ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

ამ ფორმით, მე ამ ტესტს არ ჩავაბარებ. ცივილიზებული ფორმით ჩავაბარებ. ასევე, მოვითხოვ, რომ არც ერთმა ჩვენმა მოქალაქემ ამ ფორმით არ ჩააბაროს ნარკოტესტი, რადგან ის, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას ლახავს,"- აცხადებ ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა და კონკურენტებს იგივე ქმედებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა