თეგებით ძიება

"ოცნებამ" 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება - გიორგი გახარია

ექსპრემიერ, "პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ" 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება.

როგორც გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ქაოსია.

"ოცნებამ" 100%-ც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც ჩატარდება. ქვეყანა კარგად და ცუდად [კი არ იმართება], ქაოსია ჩვეულებრივი. ერთი გამოვა, რაღაცას იტყვის. მერე 180 გრადუსით დატრიალდებიან, სხვა რამეს ამბობენ. დღეს ქვეყანაში წესრიგის დამყარებაა საჭირო. დღეს, სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში მიღწევები გვაქვს, იმასაც ვერ შევინარჩუნებთ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, თუ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ქართულმა ოცნებამ 23 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა და ამ დათქმაზეც უარი თქვა.

საქართველოში თვითმმართველოსბის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა