თეგებით ძიება

თინა ბოკუჩავას გამოკითხვა დასრულდა

ე.წ ფარული ჩანაწერების საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას გამოკიხვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

"ძირითადად ავთენტურობასთან დაკავშირებით იყო კითხვები. მოგეხსენებათ, როგორც პარლამენტის წევრს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მაძლევს უფლებას, რომ წყარო არ გავამჟღავნო, ვინც აღნიშნული ამონარიდი მომაწოდა. აღნიშნული ამონარიდი, ავთენტურობა დავადასტურე, რაც მაძლევს საფუძველს იმისთვის, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა, თავს ვგრძნობ დაზარალებულად და მოვითხოვ გამოძიებას.

ამ გამოძიების იმედი ძალიან რთულია, რომ ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ივანიშვილი იყენებს დევნის ინსტრუმენტად. ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ აღნიშნული გამოძიება გავიდეს დამკვეთებზე და შემსრულებლებზე. ჟურნალისტებისთვისაც კი არის ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ფიგურირებდა ამ მოსმენებში, მაგრამ აქ საუბარი არ არის მხოლოდ იმ პირებზე, ვინც ყურსასმენით იჯდა მოსმენის აპარატურასთან. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს დამკვეთი, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ამ ქვეყნის მბრძანებელი ივანიშვილი",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა