თეგებით ძიება

ბრალდებული ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა - ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი კავილაძმე და აკო ჭელიძემ საზღვრის გადაკვეთა მოახერხეს და საქართველოს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებულებმა საზღვარი სარფიდან თურქეთის მიმართულებით გადალახეს.

ტელეკომპანიის ცნობითვე, საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნიდან მოხდა მკვლელობის დაკვეთაც. გამოძიების ძირითადი ვერსიით, ქილერები ძმები კაკულიების დავალებით მოქმედებდნენ, თუმცა კითხვის ნიშის ქვეშ რჩება - იყო თუ არა ეს სასტიკი მკვლელობა ე.წ. ქურდული სხოდკის დაკვეთაც და არის თუ არა უდანაშაულო ახალგაზრდის მკვლელობა ავტორიტეტული "ქურდების" სინდისზე.

ამასთან, "რუსთავი2"-ის ინფორმაციითვე, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავილაძე ოჯახთან და ადვოკატთან კონტაქტზე გამოვიდა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულმა შესაძლოა გამოძიებასთანაც ითანამშრომლოს, თუმცა თავისი პირობებით. უახლოეს სასამართლო სხდომაზე გაირკვევა, ალაპარაკდება თუ არა კავილაძე საქმის მთავარი ფიგურანტის, აკო ჭელიძის წინააღმდეგ, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ახალგაზრდა ბიჭი 16 სექტემბერს გარდაიცვალა. ნიკო კვარაცხელია დღეს დაკრძალეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა