თეგებით ძიება

დმანისში ენმ-ის მხარდამჭერებს დაჭრის გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭირს გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.დ.-მ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს: 1976 წელს დაბადებულ მ.ო.-ს და 1983 წელს დაბადებულ შ.ს.-ს. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

სოფელ განთიადში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმაც",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. "დანა იხმარა "ოცნების" კანდიდატის შვილმა და 2 კაცი მძიმედ დაჭრა" - ამბობს კახა ოქრიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა