თეგებით ძიება

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს , რის გამოც დააკავეს 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ც.ზ.-ს, 1963 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს და 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ტ.

"იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ბერეტას" ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული დ.ტ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა", - წერია უწყების განცხადებაში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა