თეგებით ძიება

2 ძირი კანაფის გამო დაკავებული გიორგი სლოევის მხარდასაჭერად პროკურატურასთან აქცია დაანონსდა

2 ძირი კანაფის გამო დაკავებული მუსიკოსის, გორგი სლოევის მხარდასაჭერად 24 სექტემბერს, 16:20 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება. მუსიკოსი 157-ე დღეა ციხეშია, აქციის დღეს კი მისი კიდევ ერთი, სავარაუდოდ ბოლო ან ბოლოს წინა პროცესია ჩანიშნული.

"24 სექტემბერს გაიმართება სლოევის ბოლო ან ბოლოსწინა პროცესი, სადაც მოსამართლეს მოუწევს შსს-ს და პროკურატურის მიერ "შეკერილ" და გაყალბებულ ფაქტებზე დაყრდნობით განაჩენის გამოტანა, მაგრამ მანამდე საქართველოს პროკურატურას აქვს დრო, რომ უარი თქვას სლოევის 6-12 წლამდე ციხეში გაშვების მოთხოვნაზე.

გირჩი - მეტი თავისუფლება თითოეულ მხარდამჭერს და არსებული რეალობით უბრალოდ შეწუხეხებულ ნებისმიერ მოქალაქეს, გთხოვთ, მოხვიდეთ პროკურატურასთან და ერთად დავანახოთ, რომ თავისუფალი ადამიანები არ ვაპირებთ საბჭოთა სიმბოლოებს ვცეთ პატივი", - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა